ფეხბურთი

11:32 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკოს“ ალექსის სანჩესი სურს

„ბარსელონას“ ფორვარდი ალექსის სანჩესი ზაფხულში შეიძლება მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდეს. Mediaset-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ჩილელი კატალონიური კლუბის მიერ დათმობილი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და მზადაა კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს.

ალექსის სანჩესმა პრიმერადივიზიონის მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და თავი 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064756
სარეკლამო ადგილი - 99
X x X