მადრიდის “ატლეტიკომ” პორტუგალიელი თავდამსხმელი პიცი ლისაბონის “ბენფიკაში” გაანათხოვრა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ატლეტიკოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია. 23 წლის პიციმ “ბენფიკაში” პარაგვაელი ოსკარ კარდოსო უნდა შეცვალოს, რომელიც უახლოეს ხანში თურქეთის “ფენერბახჩეს” ფეხბურთელი გახდება.
თავის დროზე, “ატლეტიკომ” პიცი პორტუგალიური “ბრაგადან” 13,5 მილიონ ევროდ შეიძინა. განვლილი სეზონი პორტუგალიელმა იჯარით გაატარა “დეპორტივოში”, სადაც ჩატარებულ 35 მატჩში 8 გოლი გაიტანა.