ფეხბურთი

11:54 | 23.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” პასტორე მოინდომა

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველ ხავიერ პასტორეთი მადრიდის “ატლეტიკო” დაინტერესდა. AS-ის ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, არგენტინელ ფეხბურთელს შეელიოს და მხარეები მოლაპარაკებას უახლოეს დღეებში შეუდგებიან.

საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში პასტორემ 29 თამაში ჩაატარა და თავი 1 გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა. 

0.147882