ფეხბურთი

3:26 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ წაფორხილებით ვერ ისარგებლა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–20 ტურში, გათამაშების ორივე ლიდერმა – „ბარსელონამ“ და „ატლეტიკომ“ ქულები გაანიავეს. ორივე მათგანმა აქტივში თითო ქულა მიითვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიმერაში კვლავაც ორხელისუფლიანობაა.

ხერარდო მარტინოს დამოძღვრილი „ბარსელონა“ ვალენსიაში ჩავიდა და ადგილობრივ „ლევანტეს“ დაუპირისპირდა. მატჩის დებიუტში, მასპინძლები ლუკას ვინტრას თავურით დაწინაურდნენ და სტუმრებს საქმე მნიშვნელოვნად გაურთულეს. მიუხედავად ამისა, კატალონიელები არ დაბნეულან და წონასწორობაც მალევე აღადგინეს – ვინტრას თავურს ჟერარ პიკემ ასეთივე დარტყმით უპასუხა და მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ, თამაში ჩაწყნარდა და მშვიდ ტემპში გადაიზარდა. მატჩის დასრულებამდე, რამდენიმე საგოლე მომენტი შეიქმნა, მაგრამ გუნდებმა თითო გოლი იკმარეს – 1:1.

ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა მადრიდშიც, სადაც „ატლეტიკომ“ „სევილიას“ უმასპინძლა. მე–18 წუთზე, მადრიდელთა ფორვარდმა დავიდ ვილიამ კუთხურისას შექმნილი არეულობით ისარგებლა და დიეგო სიმეონეს გუნდი წინ გაიყვანა. ანდალუსიელებმა ფარ–ხმალი არ დაყარეს და თამაშის ასეთ მიმდინარეობას არ შეეგუენ. შედეგად, 73–ე წუთზე, ივან რაკიტიჩმა პენალტი გოლად აქცია და სევილიელებს ქულა გადაურჩინა.

რაც შეეხებათ დანარჩენ მატჩებს, „ვილიარელმა“ „ალმერიას“ 2 უპასუხო ბურთი გაუტანა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, „ხეტაფემ“ და „სოსიედადმა“ კი, ერთმანეთის კარი ორ–ორჯერ დალაშქრეს და ქულები გაიყვეს.

 

ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“. 7000

ხეტაფე – სოსიედადი 2:2 (1:2)  

ხეტაფე: მოია, ლოპესი, ესკუდერო (ლაგო 46), ლოპესი, აროიო, ბორხა, პედრო ლეონი, მიჩელი, კასტრო, სარაბია (მოსკერა 71), მარიკა (კოლუნგა 88).

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა

სოსიედადი: ბრავო, ანსოტეგი, გონსალესი, კ.მარტინესი, ანხელი, სურუტუსა (ჩორი კასტრო 71), ბერგარა (ელუსტონდო 75), პარდო, გრიზმანი (ხაბი პრიეტო 59), აგირეჩე, ველა.

მწვრთნელი: ჰაგობა არასატე

გოლი: 0:1 აგირეჩე (4), 0;2 აგირეჩე (16), 1:2 მარიკა (28), 2:2 პედრო ლეონი (52)

გაფრთხილება: მიჩელი (35), ბორხა (42), ლოპესი (48), კასტრო (62) – ანხელი (28), ველა (54)

გაძევება: ბორხა (61)

კარში დარტყმა: 16 (5) – 9 (6) ჯარიმა: 21 - 12 კუთხური: 9 - 3 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 4 – 3

 

ვილიარეალი. „ელ მადრიგალი“. 18000

ვილიარეალი – ალმერია 2:0 (1:0)

ვილიარეალი: ასენხო, მუსაკიო, დორადო, გასპარი, ხაუმე, სორიანო, აკინო (პერესი 72), გომესი, ტრიხეროსი (პინა 60), უჩე, დოს სანტოსი (პერეირა 79).

მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი

ალმერია: ესტებანი, დუბარბიერი, ტორსილერი, რაფიტა, ტრუხილიო, ვერსა, ტებარი (სორიანო 77), აზიზი, ვიდალი (დიასი 83), ზონგო, ბარბოსა (სუსო 46).

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

გოლი: 1:0 უჩე (3), 2:0 სორიანო (87პ.)

გაფრთხილება: უჩე (47), ჰაუმე (82) – დუბარბიერი (70)

კარში დარტყმა: 12 (2) – 13 (4) ჯარიმა: 15 - 15 კუთხური: 9 - 7 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 53% - 47% სეივი: 4 – 0

 

ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“. 24000

ლევანტე – ბარსელონა 1:1 (1:1)

ლევანტე: ნავასი, ნავარო, ხუანფრანი, ლოპესი, კარაბელასი, ვინტრა, დიოპი, ელ–ზჰარი (ანხელი 56), სიმანი, გარსია (ელ–ადუა 72), ივანშიცი (პინტუ 87).

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

ბარსელონა: ვალდესი, პიკე, ჟორდი ალბა, მონტოია, მასკერანო, ფაბრეგასი (სერხი რობერტო 73), ჩავი (დონგუ 84), ბუსკეტსი, მესი, სანჩესი, პედრო (ტელიო 77).

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

გოლი: 1:0 ვინტრა (10), 1:1 პიკე (19)

გაფრთხილება: ივანშიცი (82), ხუანფრანი (89) – მასკერანო (34)

კარში დარტყმა: 7 (4) – 17 (6) ჯარიმა: 13 - 11 კუთხური: 2 - 8 თამაშგარე: 4 - 7 ბურთის ფლობა: 26% - 74% სეივი: 5 – 3

 

მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 45000

ატლეტიკო – სევილია 1:1 (1:0)

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, გაბი, გარსია, თურანი, კოკე (სოსა 88), ვილია (როდრიგესი 81), კოსტა.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

სევილია: ბეტუ, ნავარო, პარეხა (გამეირო 46), ფასიო, კარიზუ, კოკე, მორენო, რაკიტიჩი, იბორა, მაჩინი (მარინი 64), ბაკა (რეიესი 84).

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლი: 1:0 ვილია (18), 1:1 რაკიტიჩი (73)

გაფრთხილება: ხუანფრანი (71), გაბი (72), გარსია (90) – პარეხა (13), გამეირო (90)

გაძევება: მორენო (90)

კარში დარტყმა: 16 (2) – 10 (3) ჯარიმა: 13 - 15 კუთხური: 8 - 3 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 2 – 1

0.159903