ფეხბურთი

19:52 | 12.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” ბაპტისტანი გაანათხოვრა

 

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ლეო ბაპტისტანი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს “ბეტისის” მაისურით ჩაატარებს. ხუან კარლოს გარიდოს გუნდმა ბრაზილიელი ლეგიონერი მადრიდელთაგან რამდენიმე თვით ინათხოვრა. “ბეტისის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ფეხბურთელი უკვე ჩავიდა სევილიაში პირადი კონტრაქტის გასაფორმებლად და უახლოეს დღეებში ივარჯიშებს კიდეც.

“მე დიდ კლუბში მოვედი, რომელსაც ფანტასტიკური გულშემატკივრები ყავს. მაქსიმალურად ვეცდები, “ბეტისისთვის” სარგებლის მოტანას” – უთხრა ბაპტისტანმა ადგილობრივ გამოცემებს.

ლეო ბაპტისტანი 1992 წელს, ქალაქ სანტოსში დაიბადა. ესპანეთში 16 წლის ასაკში გადავიდა და “რაიო ვალეკანოში” ჩაირიცხა. 19 წლისამ მთავარ გუნდში სადებიუტო მატჩში თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. სეზონის ჩამთავრების შემდეგ კი “ატლეტიკოსთან” გააფორმა კონტრაქტი.

0.11248