შესაძლოა, ლონდონის “ჩელსის” ფორვარდი ფერნანდო ტორესი მიმდინარე სატრანსფერო სეზონში მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნდეს. ამის შესახებ “ევროსპორტი” იუწყება.
ლონდონელები ტორესის გასხვისების წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ ესპანელის სანაცვლოდ, სულ ცოტა, 13 მილიონი ევროს მიღება სურთ. ამ ეტაპზე, მადრიდელები ფასის დაწევაზე მუშაობენ და დიდია ალბათობა იმისა, რომ “ჩელსისთან” შეთანხმებას მიაღწიონ.
შეგახსენებთ, რომ ტორესი “ატლეტიკოს” ღირსებას 2007-2010 წლებში იცავდა, რის შემდეგაც “ლივერპულს” მიაშურა. მოგვიანებით, ესპანელი “ჩელსიში” გადაბარგდა, მაგრამ “სტემფორდ ბრიჯზე” თავისი სასურველი ფორმა ვერაფრით დაიბრუნა.