ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მადრიდის “ატლეტიკო” ლონდონის “ჩელსის” ფორვარდის – ფერნანდო ტორესის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.
როგორც ირკვევა, “არისტოკრატთა” თავკაც ჟოზე მოურინიოს 29 წლის ესპანელის იმედი აღარ აქვს და მისი გაყიდვა სურს. თავდამსხმელისთვის ბრძოლაში, ფავორიტი მადრიდის “ატლეტიკოა”.
თავის მხრივ, დიდია ალბათობა იმისა, რომ “ატლეტიკომ” თავისი მთავარმეგოლე დიეგო კოსტა ზაფხულში გაყიდოს. შესაბამისად, დიეგო სიმეონეს გუნდს ახალი ფორვარდი დასჭირდება. მოგეხსენებათ, 2001-2007 წლებში, ტორესი “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა და კაპიტნის სამკლავურსაც ატარებდა.