მადრიდის “ატლეტიკომ” შეიძლება “ევერტონის”ფორვარდი რომელუ ლუკაკუ შეიმატოს, რომლის სატრანსფერო უფლებებიც “ჩელსის” ეკუთვნის.
The Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდული კლუბის სამწვრთნელო შტაბი 21 წლის ბელგიელ ფეხბურთელს გასაყიდად გამზადებული დიეგო კოშტას შემცვლელად მოიაზრებს.
კოშტა დიდი ალბათობით, “ჩელსიში” გააგრძელებს თამაშს და შესაძლოა, სწორედ მისი ტრანსფერის ერთ-ერთ პუნქტად ჩაიდოს ლუკაკუს “ატლეტიკოში” გადაბარგება.
რომელუ ლუკაკუმ გასულ სეზონში “ევერტონის” მაისურით 15 გოლი გაიტანა.