ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, მადრიდის „ატლეტიკომ“ „ვალენსია“ მისსავე მოედანზე დაამარცხა და ჩემპიონობისკენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგა. სეზონის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, დიეგო სიმეონეს გუნდი მეორეადგილოსან „რეალთან“ 4-ქულიან სხვაობას ინარჩუნებს და სტაბილურობას არ კარგავს.
„ღამურებთან“ არცთუ იოლ დაპირისპირებაში, მადრიდელები პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდნენ - გაბის მიერ ჩაწოდებულ ბურთს რაულ გარსიამ მიმართულება თავური დარტყმით შეუცვალა და როგორც შემდეგ გაირკვა, სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.
მძიმე მატჩი ჰქონდა კატალონიის „ბარსელონას“, რომელმაც „ვილიარეალთან“ „ელ მადრიგალზე“ გამარჯვება მაინც მოახერხა. მატჩი კატალონიელთათვის არასასიამოვნოდ წარიმართა - პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე, კანიმ სტუმართა კარში ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა და მასპინძლებს ტაიმი მოაგებინა.
მეორე ნახევრის დაწყებიდან 10 წუშთში, „ვილიარეალის“ სწრაფი შეტევა მანუელ ტრიხეროსმა ზუსტი თავურით დააგვირგვინა და თავის გუნდს 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა. ამის შემდეგ, ფორტუნა კატალონიელთა მხარეს გადავიდა - 65-ე და 78-ე წუთებზე, გაბრიელ პაულისტამ და მატეო მუსაკიომ ავტოგოლები გაიტანეს და ანგარიშიც გათანაბრდა - 2:2.
„ბარსელონასთვის“ 3 ქულის მომტანი გოლი 83-ე წუთზე გავიდა - სესკ ფაბრეგასმა ლიონელ მესის უპასა, არგენტინელმა კი, მარჯვენა ფეხით ზუსტად დაჰკრა და სტუმრებს მოაგებინა.
წარუმატებელი დღე ჰქონდა მეორე კატალონიურ კლუბ „ესპანიოლს“, რომელიც „ალმერიასთან“ საშინაო მატჩში 1:2 დამარცხდა. უქულოდ დარჩა „სევილიაც“ - ანდალუსიელებმა „ბილბაოსთან“ მატჩი 1:3 დათმეს.
ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“. 15000
ესპანიოლი - ალმერია 1:2 (1:0)
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, ალვარესი (ფუენტესი 67), ლოპესი, სიმაუ (ფერნანდესი 56), სანჩესი, ლოპეს, გარსია, სტუანი, კორდობა (პიცი 56).
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
ალმერია: ესტებანი, დუბარბიერი, ტორსილერი, რაფიტა, ველესი (ზონგო 72), ტრუხილიო, კორონა, აზიზი (სუსო 55), ვიდალი (სორიანო 62), დიასი, როდრი.
მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი
გოლი: 1:0 სტუანი (42), 1:1 ველესი (69), 1:2 სუსო (72)
გაფრთხილება: ალვარესი (16), სტუანი (29), სანჩესი (71), გარსია (80), მორენო (90) - დუბარბიერი (33), კორონა (51), ტრუხილიო (87)
გაძევება: სტუანი (48), ლოპესი (90)
კარში დარტყმა: 9 (3) – 10 (2) ჯარიმა: 15 - 14 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 1 - 6 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 0 – 2
ბილბაო. „სან მამეს ბარია“. 36000
ბილბაო - სევილია 3:1 (1:0)
ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, სან-ხოსე, ბალენსიაგა, ლაპორტი, სუსაეტა, იტურასპე, რიკო (მორანი 90), ერერა, ადურისი (ტოკერო 88), მუნიაინი (დე მარკოსი 83).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
სევილია: ბეტუ, პარეხა, ფასიო, კარიზუ (რაკიტიჩი 65), კოკე, ფიგეირაში, მორენო, ტროხოვსკი (მაჩინი 65), იბორა, გამეირო, ბაკა (სამპერიო 75).
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლი: 1:0 სუსაეტა (5), 2:0 მუნიაინი (53), 3:0 ერერა (73), 3:1 გამეირო (79)
გაფრთხილება: მუნიაინი (63), ტოკერო (89) - პარეხა (22), იბორა (29), ფიგეირაში (32), კარიზუ (45),
გაძევება: ფიგეირაში (72)
კარში დარტყმა: 12 (4) – 9 (3) ჯარიმა: 10 - 16 კუთხური: 6 - 2 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 61% - 39% სეივი: 2 – 1
ვალენსია. „მესტალია“. 27500
ვალენსია - ატლეტიკო 0:1 (0:1)
ვალენსია: გუაიტა, კოშტა, მატიე, ბარაგანი (ფეგული 62), პერეირა, ფუეგო, პარეხო (ვარგასი 54), პენია, ჟონასი (კარტაბია 82), პიატი, ალკასერი.
მწვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი
ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ფილიპე ლუისი, გოდინი, ტიაგუ, გაბი, რაულ გარსია (სოსა 69, ალდერვეირელდი 90), კოკე, ვილია (თურანი 59), კოსტა.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლი: 0:1 რაულ გარსია (43)
გაფრთხილება: ჟონასი (37), ფუეგო (86), ვარგასი (90) - გოდინი (71)
გაძევება: ხუანფრანი (90)
კარში დარტყმა: 11 (2) – 9 (4) ჯარიმა: 18 - 12 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 0 - 5 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 3 – 2
ვილიარეალი. „ელ მადრიგალი“. 23000
ვილიარეალი - ბარსელონა 2:3 (1:0)
ვილიარეალი: ასენხო, იოკიჩი, მუსაკიო, გასპარი, პაულისტა, კანი, სორიანო, პინა (აკინო 35), ტრიხეროსი, პერბე (პერეირა 14), დოს სანტოსი (უჩე 82).
მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი
ბარსელონა: პინტო, ალვესი, კორეია, ბარტრა, მასკერანო, ინიესტა, ჩავი (ფაბრეგასი 62), ბუსკეტსი, მესი, სანჩესი (ტელიო 62), პედრო (სერხი რობერტო 90).
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
გოლი: 1:0 კანი (45), 2:0 ტრიხეროსი (55), 2:1 პაულისტა (65), 2:2 მუსაკიო (68), 2:3 მესი (83)
გაფრთხილება: გასპარი (56), ტრიხეროსი (89), კანი (90) - სანჩესი (50), ბუსკეტსი (85), ალვესი (90)
კარში დარტყმა: 5 (3) – 20 (7) ჯარიმა: 11 - 6 კუთხური: 2 - 9 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 26% - 74% სეივი: 4 – 1