საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩავიდა, სადაც 4-6 ივლისს ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს. სამი დღის განმავლობაში ტატამზე 16 ქართველი გავა.
ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მინდია ბოდაველმა განაცხადში 10 ძიუდოისტი შეიყვანა. მათ შორის არიან ევროპის ბრინჯაოს და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი (50 კილოგრამში) რობიზონ ბეგლარაშვილი, რომელიც ამჯერად ერთი წონითი კატეგორიით მაღლა, 55-ში გამოდის და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი დავით რამაზაშვილი (90 კგ). რვა წონითი კატეგორიიდან სამში: 50, 73 და 90 კილოგრამებში საქართველოს ორ-ორი მონაწილე ეყოლება. +90 კილოგრამში კი სატურნირო ბადე ქართველი ძიუდოისტის გარეშე შეივსება.
გოგონათა ნაკრები ევროპირველობაზე 6 სპორტსმენით ჩაერთვება. განაცხადშია მზია ბებოშვილი (48 კგ), რომელიც შარშან ახალგაზრდებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
საქართველოს ნაკრები
ვაჟები
50კგ - თემურ ნოზაძე და ვანო ხუბაშვილი
55კგ - რობიზონ ბეგლარაშვილი
60კგ - ჯამბულ ქურდიანი
66კგ - ბექა უდესიანი
73კგ - გიგა გიგაური და სიმონ მამარდაშვილი
81კგ - დავით იმერლიშვილი
90კგ - გიორგი გველესიანი და დავით რამაზაშვილი
გოგონები
40კგ - ნატალია ყიფშიძე
48კგ - მზია ბებოშვილი და სალომე მარგიანი
57კგ - ეთერი ლიპარტელიანი
63კგ - ხატია ჯანაშვილი და სალომე მჭედლიშვილი