კალათბურთი

17:44 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ათანელიშვილი “ოლიმპში” გადავიდა

სუპერლიგის გამოცდილი კალათბურთელი, 27 წლის თავდამსხმელი რევაზ ათანელიშვილი (19.07.86, 208სმ, 105კგ), კარიერას ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის, სუპერთასის მფლობელისა და ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებულ “ოლიმპში” გააგრძელებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ოლიმპის” მთავარმა მწვრთნელმა დავით თორთლაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ათანელიშვილს სუპერლიგის რამდენიმე წამყვან გუნდში აქვს ნათამაშები. არის ქვეყნის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი. 2012-13 წლების სეზონი ათანელიშვილმა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ “რუსთავის” შემადგენლობაში დაასრულა.

0.118893