ფეხბურთი

18:11 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ასხაბაძე ანანიძის “როსტოვში” იჯარას გამართლებულად მიიჩნევს

მოსკოვის “სპარტაკის” გენერალური დირექტორის რომან ასხაბაძის აზრით, არტიომ ძიუბას და ჯანო ანანიძის როსტოვში განათხოვრება სწორი ნაბიჯი იყო.

“არ მიკვირს, რომ ძიუბას გოლები გააქვს. “სპარტაკში” მას თამაშის შანსი ნაკლებად ჰქონდა. “როსტოვში” მისი განათხოვრება სწორი ნაბიჯი იყო. სხვა კლუბში იჯარა ფეხბურთელებს ხშირად “გახსნაში” უწყობს ხელს. იგივე ეხება ჯანო ანანიძეს, რომელსაც “როსტოვში” მეტი სათამაშო პრაქტიკა აქვს” – იუწყება ასხაბაძის სიტყვებს გამოცემა “სპორტ-ექსპრესი”.

 

0.101659