ჭიდაობა

18:36 | 15.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

აშშ - საქართველო

რამდენიმე საათში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. 19 მაისს ჩიკაგოში ვეტერანი მოჭიდავის, ჯეიკობ ქერბის მიერ ორგანიზებულ გუნდურ ტურნირზე – ქერბის თასზე ერთმანეთს მასპინძელთა და საქართველოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან. “ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიური ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონებით მდიდარი ქვეყნის, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ” – ასე აანონსებენ მომავალ ტურნირს ამერიკელი სპორტული მიმომხილველები.
მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ ამერიკაში წასაყვანი შემადგენლობა წონითი კატეგორიების ლიდერებით დააკომპლექტა. საგულისხმოა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შემადგენლობაში მანუჩარ კვირკველიას გამოჩენა.
დარჩიას და მოჭიდავეთა გარდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მწვრთნელები თემურ ყაზარაშვილი და ზაზა ჯიბლაძეც წავლენ. ეს უკანასკნელი ტურნირზე მსაჯად მიიწვიეს. ოფიციალურ დელეგაციაში ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაურიც არიან.
საქართველოს ნაკრები თბილისში 23 მაისს დაბრუნდება. 26-დან კი ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ ციკლს სომხეთის ქალაქ წახკაძორში შეკრებით გააგრძელებს.
აქვე ქერბის თასის ქართული შვიდეული:

55 კგ – ლაშა გოგიტაძე
60 კგ – რევაზ ლაშხი
66 კგ – მანუჩარ ცხადაია
74 კგ – მანუჩარ კვირკველია
84 კგ – ვლადიმერ გეგეშიძე
96 კგ – სოსო ჯაბიძე
120 კგ – გურამ ფერსელიძე
 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.124608