ფეხბურთი

12:04 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

აშშ მუნდიალამდე სამ სპარინგს გამართავს

ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გასამართი ამხანაგური მატჩები დაუგეგმა. ფედერაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, იურგენ კლინსმანის გაწვრთნილი გუნდი ბრაზილიაში გამგზავრებამდე აზერბაიჯანს, თურქეთს და ნიგერიას ეთამაშება.

ამერიკელები აზერბაიჯანთან მატჩს 27 მაისს სან ფრანცისკოში გამართავენ, თურქეთს 1 ივნისს ნიუ ჯერსიში უმასპინძლებენ, ხოლო ნიგერიას – 7 ივნისს, ჯეკსონვილში.

0.122852