კალათბურთი

18:00 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილე გუნდების სამუშაო შეხვედრა ფედერაციაში

ახალი სეზონისთვის სამზადისი გრძელდება კალათბურთის ფედერაციაში. სუპერლიგაში მონაწილე გუნდები უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორშაბათს მესამე შეკრება იგეგმება, დღეს კი კალათბურთის ფედერაციაში ასაკობრივ ლიგებში მონაწილეობის მსურველი გუნდების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ.

გუნდების ხელმძღვანელებთან შეხვედრა ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელმა გიორგი ზაბახიძემ გახსნა, რომელმაც მწვრთნელებსა და მენეჯერებს მადლობა გადაუხადა გასული სეზონის ორგანიზებულ და ჯანსაღ გარემოში ჩატარებისთვის.

ასაკობრივ ჩემპიონატებში გასულ სეოზნში 1200-ამდე მატჩი გაიმართა და ასე იგეგმება მომავალ სეზონშიც. გუნდების მწვრთნელ-მენეჯერები დღევანდელ შეხვედრაზე გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ, დანარჩენი დეტალების შეჯერება კი მომავალ შეხვედრაზე განხორციელდება. დღევანდელ შეხვედრას 60 გუნდის წარმომადგენელი დესწრო.

საქართველოს ჩემპიონატამდე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება დედაქალაქის პირველობა, რომელსაც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი კალათბურთის ფედერაციასთან ერთად ჩაატარებს. ამ ორ ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასულ აპრილს გაფორმდა.

ასაკობრივ ლიგებში საქართველოს პირველობების დაწყება ნოემბრის თვეში იგეგმება, ხოლო თბილისის ჩემპიონატები ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება. ასაკობრივ ლიგებში მონაწილეთა საბოლოო რაოდენობა ჯერ არაა დადგენილი. მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება. მსურველებს ვთხოვთ დაუკავშირდნენ კალათბურთის ფედერაციას.

www.gbf.ge

0.141701