ფეხბურთი

19:24 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

AS: არდა თურანი “ატლეტიკოში” დარჩება

თუ ესპანურ AS-ს დავუჯერებთ, მადრიდის “ატლეტიკოს” თურქმა ფეხბურთელმა, არდა თურანმა გუნდის გამოცვლაზე უარი განაცხადა.

რამდენიმე თვის წინათ, ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ მის კლიენტს ძალების სხვა ჩემპიონატში მოსინჯვა სურდა. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის შემტევის მიმართ ინტერესს 5 გუნდი იჩენდა. მათ შორის იყვნენ “გალათასარაი” და “მონაკო”. ეს უკანასნკელი მზად იყო ფეხბურთელში 17 მილიონი ევრო გადაეხადა. ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი კი, რომელიც არ კონკრეტდება, “ატლეტიკოს” თურანის გამოსასყიდ თანხას, 24 მილიონს სთავაზობდა. თუმცა, მადრიდული პრესის ცნობით, თურქმა ფეხბურთელმა ესპანეთის დედაქალაქის დატოვება იუარა. მას დიეგო სიმეონესთან ერთად მუშაობა კიდევ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში სურს.

0.110985