ორნებურგის “გაზოვიკის” ნახევარმცველი ზურაბ არზიანი რუსეთის პირველ დივიზიონში უახლოეს სამ მატჩს გამოტოვებს.
გამოცემა “სპორტ-ექსპრესის” ინფორმაციით, რუსეთის საფეხბურთო კავშირის საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტმა, რომლის სხდომაც 18 სექტემბერს გაიმართა, ქართველ მოთამაშეს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია განუსაზღვრა.
პირველი დივიზიონის მე-14 ტურში, “გაზოვიკი” საკუთარ მოედანზე “უფას” დაუზავდა – 0:0. განვლილ მატჩში, არზიანი შეცვლაზე 31-ე წუთზე შევიდა და 89-ე წუთზე უხეშობისთვის გააძევეს.