ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ზურაბ არზიანი რუსეთის კლუბ “გაზოვიკს” მიჰყვება უნგრულ შეკრებაზე. “გაზოვიკი” ორენბურგის გუნდია და წლეულს გადმოვიდა რუსეთის პირველ დივიზიონში.
როგორც იცით, 25 წლის არზიანმა გასული სეზონი გორის “დილაში” გაატარა. თბილისის “დინამოს” ყოფილი მცველის, მალხაზ არზიანის ვაჟს ასევე უთამაშია ყაზანის “რუბინის” დუბლებში, მახაჩყალის “ანჟიში”, რუსთავის “ოლიმპში”, თბილისის “დინამოსა” და ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგაში”.