ფეხბურთი

16:42 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

არზიანი იაპონელებთან დამარცხდა

ორენბურგის “გაზოვიკმა”, სადაც ზურაბ არზიანი თამაშობს, თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

ამჯერად, ორენბურგელები იაპონიის ჯეი-ლიგა 2-ში მოასპარეზე “სენან-ბელმარეს” დაუპირისპიდნენ და 0:2 წააგეს. ქართველი ნახევარმცველი “გაზოვიკის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს.

26 წლის არზიანი “გაზოვიკში” შარშან გორის “დილადან” გადავიდა და რუსეთის პირველ დივიზიონში 15 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც გოლი არ გაუტანია.

0.118378