ფეხბურთი

13:34 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

არველაძის “ქასიმფაშამ” წელიწადი ცუდად დაასრულა

შოთა არველაძის “ქასიმფაშამ” წლის ბოლო მატჩი, თურქეთის ჩემპიონატის მე-17 ტური ცუდად დაასრულა: 10-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. “ქასიმფაშამ” შინ მოულოდნელად წააგო “ახისართან” – 2:4. მართალია, “ქასიმფაშა” მეორე ადგილზე დარჩა, მაგრამ “გალათასარაის” ერთი მატჩი მარაგში აქვს და ერთი ქულით ჩამორჩება შოთას გუნდს.

არველაძემ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ იოლი არ იყო განვლილ 10 შეხვედრაში წარმატების მიღწევა და მეტოქე შეაქო, კონტრშეტევებს მშვენივრად იყენებდნენო. 

0.127943