ფეხბურთი

0:05 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

არველაძის გუნდმა ვებოს ვერ გაუძლო

შოთა არველაძის "ქასიმფაშა" თურქეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში "ფენერბახჩეს" მასპინძლობდა და 2:3 დამარცხდა. შოთას გუნდი პირველ ტაიმში ორჯერ იგებდა და 74-ე წუთამდე ამარცხებდა მძლავრ მეტოქეს, თუმცა ბოლო 16 წუთში პიერ ვებომ ორი გოლი გაუტანათ – გადამწყვეტი ბურთი ბოლო წუთზე გავიდა. "ქასიმფაშა" 6 ქულით მერვე ადგილზეა.

რადგან თურქეთზე დავწერეთ, ზურაბ ხიზანიშვილის ტრავმაც აღვნიშნოთ: "ხიზანა" "გენჩლერთან" შეხვედრის მე-20 წუთზე შეცვალეს, მიზეზი კი საზარდულის დაჭიმულობაა. ზურას დაახლოებით ერთი კვირა გაუცდება. შეხსენებისთვის, "ქაისერისფორმა" ეს მატჩი 1:1 დაასრულა. 

ირაკლი სირბილაძის "ინტერმა" ფინეთში გასვლაზე ტპს-თან 1:1 ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი ბოლოსწინა ადგილზეა.

რუსეთის პირველი ლიგის მე-18 ტური გაიმართა და აკაკი ხუბუტიას "მორდოვია" გალიდერდა. "მორდოვიამ" შინ 1:0 აჯობა "ბალტიკას", ქართველი მცველი კი 67-ე წუთზე შევიდა მინდორზე.

"გაზოვიკმა" შინ "უფასთან" 0:0 ითამაშა და მასპინძელთა ქართველი ნახევარმცველი ზურაბ არზიანი, რომელიც 31-ე წუთზე შევიდა მინდორზე, 88-ეზე მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს. "გაზოვიკი" მეექვსე ადგილზეა.

ნალჩიკის "სპარტაკი" შინ ფრეს დასჯერდა "როტორთან" (1:1). დავით სირაძემ ბოლო ნახევარი საათი დაჰყო მინდორზე, გუჯა რუხაია კი 72-ე წუთზე შეიყვანეს. ნალჩიკელები მე-17 ადგილზე არიან.

ვლადიკავკაზის "ალანიამ" გასვლაზე 1:1 ითამაშა "სიბირთან" და მესამე საფეხურზეა. "ალანიამ" ბოლო წუთზე გაათანაბრა, როცა გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძეც უკვე შეცვლილინი იყვნენ. ხოჯავა 58-ეზე შეცვალეს, მარცვალაძე კი – 88-ეზე.

0.124698