შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ქასიმფაშამ” გასვლაზე 2:2 ითამაშა “გაზიანთეფსფორთან” და ჯერჯერობით, მეოთხე ადგილზეა, თუმცა ტურის 8 მატჩი გასამართია. ამ შეხვედრაში ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.
სამხრეთ აფრიკაში გიორგი ნერგაძის “მოროკა სვალოუსმა” შინ 0:1 წააგო ქეიპთაუნის “აიაქსთან” და მე-11 ადგილზეა. ნერგაძე სასტარტოში გახლდათ და 78-ე წუთზე შეცვალეს, როცა 0:0 იყო.