ფეხბურთი

0:22 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

არველაძემ თურქეთში ფრით დაიწყო

ბელგიის ჩემპიონატის მეექვსე ტურში "გენკმა" გასვლაზე 1:1 ითამაშა "ოსტენდთან" და მეაათე ადგილზეა. თორნიკე ოქრიაშვილმა 76-ე წუთამდე ითამაშა – აქტიური გახლდათ და არაერთხელ გაამწვავა შეტევები, თუმცა ამჯერად უგოლოდ დარჩა. რაც შეეხება ლუკა ზარანდიას, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ჯერ ვერ ვარჯიშობს და სავარაუდოდ, ორ კვირაში შეეძლება თამაში.  

კვიპროსის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჰქონდა "ოთელოსს”' და შინ 0:1 წააგო "ნეა სალამისთან". "ოთელოსის" სამივე ქართველმა სასატრტოში ითამაშა – როინ კვასხვაძემ, ლევან ხმალაძემ და ელგუჯა გრიგალაშვილმაც.

რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის "სპარტაკმა" გასვლაზე 0:2 წააგო პერმის "ამკართან". ჯანო ანანიძე 34-ე წუთზე შევიდა მინდორზე, თუმცა ვერც მან და ვერც მთლიანად გუნდმა ვერ იყოჩაღა.

ესტონეთში ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" სტუმრად 5:2 სძლია "ლოკომოტივს" და ერთქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. წინ კიდევ 9 ტურია. ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გოლი არ გაუტანია.

თურქეთის სუპერლიგა დაიწყო და შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" გასვლაზე 1:1 ითამაშა "ბუიუქშეჰირთან". შოთას გუნდის ახალგაზრდა მეკარე ოთო გოშაძე განაცხადში არ ყოფილა. სხვათა შორის, "ქასიმფაშა" 56-ე წუთიდან რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა – მეტოქეს კაცი გაუძევეს 1:1-ზე.

0.121653