ფეხბურთი

15:42 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე “ნეფთჩის” ფუტსალისტებს აღარ გაწვრთნის

ბაქოს “ნეფთჩის” ფუტსალისტთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესო არველაძემ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ, ინტერნეტგამოცემა azerifootball.com-ი იუწყება.

არველაძე “ნეფთჩის” თავკაცად ამა წლის აგვისტოს დასაწყისში დაინიშნა და კლუბში თვეზე მეტ ხანს იმუშავა. მანამდე, ის თსუ-ს წვრთინდა და საქართველოს ფუტსალისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც შედიოდა.

მის ნაცვლად, ბაქოელთა მთავარი მწვრთნელის მოვალეობას აზერბაიჯანელი ილგარ ასლანოვი შეასრულებს.

 

0.119779