ფეხბურთი

14:25 | 29.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე: “დარჩენილ 7 მატჩში 21 ქულის აღებას ვგეგმავთ”

მას შემდეგ, რაც “ერჩიესს” 3:0 სძლია, შოთა არველაძის გაწვრთნილი “ქასიმფაშა” თურქულ სუპერლიგაში მეოთხე ადგილზე გადავიდა. მართალია, მდევრები ახლოს არიან და სავარაუდოდ, ამავე ტურში დაკარგავს შოთას გუნდი მეოთხე პოზიციას, მაგრამ ევროპის ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

შოთა არველაძე: “დარჩენილ 7 მატჩში 21 ქულის აღებას ვგეგმავთ. ჩვენი მიზანი ყველა მატჩში გამარჯვებაა. რთული პერიოდი გვქონდა, ბევრი მატჩი წავაგეთ და ფრედ დავასრულეთ, თუმცა ეს გამარჯვება რწმენას შემატებს გუნდს. “ერჩიესთან” კარგად ვითამაშეთ და გოლების გარდა, კიდევ არაერთი  მომენტი გვქონდა”.

0.112529