ჭადრაკი

16:06 | 2.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

არუთინიანმა ბლიცში იმარჯვა, მთავარი პრიზის ბედს კი ჯოჯუასთან პაექრობაში გაარკვევს

ქართველი მოჭადრაკე დავით არუთინიანი (2553) ფრანგულ როშფორში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს სათავეში ჩაუდგა. Rochefort Masters 2012-ის მე-8 ტურში დავითმა შავი ფიგურებით მეორე ნომრად განთესილ ბრაზილიელ ალექსანდრ ფიერს (2604) სძლია და 6.5 ქულით პირველ ადგილზე დამკვიდრდა.
არუთინიანის 0.5 ქულით ხუთი მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელთა შორის ფრანგული ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე დავით ჯოჯუაც (2507) იმყოფება. გასულ ტურში მან თეთრებით სომეხ გევორქ ჰარუტუნიანს (2482) აჯობა.
დასკვნით მე-9 ტურში არუთუნიანი და ჯოჯუა ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან, ამდენად, როშფორის ტურნირზე ქართველის გაჩემპიონების საკმაოდ დიდი შანსი არსებობს. აქვე ვთქვათ, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 7 000 ევროა, საიდანაც გამარჯვებული ათას ევროს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 800-ს, ხოლო მესამეზე გასული – 600-ს.
დასასრულ დავძენთ, რომ მთავარი ტურნირის დასრულებამდე მოჭადრაკეები ერთმანეთს ბლიცში დაუპირისპირდნენ, სადაც თავი ასევე ქართველმა მოჭადრაკემ ისახელა.
არუთინიანმა 11 ტურში ფრანგი ადრიენ დემუტის მსგავსად 9.0 ქულა (8 მოგება, 2 ყაიმი, 1 მარცხი) მოაგროვა, თუმცა. მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და მთავარ პრიზს დაეუფლა. ჯოჯუამ 7.0 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა.

0.114522