ჭადრაკი

13:38 | 4.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

არუთინიანის ორმაგი გამარჯვება

ფრანგულ როშფორში გამართული საერთაშორისო ტურნირი დავით არუთინიანის (2553) სრული ტრიუმფით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოჭადრაკემ ბლიცში პირველობა არავის დაუთმო, ძირითადი ტურნირის დასკვნით ტურში კი თანამემამულე დავით ჯოჯუას (2507) დაუზავდა და მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.
არუთინიანმა ევიპტელი ბასემ ამინის (2608) მსაგვსად, 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა, თუმცა, მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა. რაც შეეხება ჯოჯუას, იგი ლიდერებს 0.5 ქულით ჩამორჩა და საბოლოოდ, მეხუთე გახლდათ. ისიც ვთქვათ, რომ როშფორის ტურნირის საპრიზო ფონდიდან (7 000 ევრო) არუთინიანმა 1000 ევრო მიიღო.

როშფორის ტურნირის დასრულებისთანავე  საფრანგეთშივე სტარტი დაიწყო ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი ტურნირი 28e Open International de Cappelle-la-Grande, სადაც არუთინიანის და ჯოჯუას გარდა, საქართველოს სახელით კიდევ ერთი დიდოსტატი, საქართველოს 2009 წლის ჩემპიონი თორნიკე სანიკიძე იასპარეზებს. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 478 მონაწილეს შორის ჩატარდება, საპრიზო ფონდი კი 30 000 ევროს უტოლდება.

0.115564