თამაშგარე

11:29 | 15.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

არტურო ვიდალი ბავშვის ძიძებს არ ენდობა

ტურინის ”იუვენტუსის” ჩილელ ფეხბურთელს, არტურო ვიდალსა და მის მეუღლეს, მარია ტერეზას, მიუხედავად იმისა, რომ სათანადო ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად აქვთ, არ სურთ, რომ მათი ერთადერთი შვილი, სამი წლის ალონსო ძიძამ გაზარდოს.
როგორც არტურო ამბობს, იგი პატივს არ სცემს ქალებს, რომლებსაც თუნდაც ერთი შვილის საკუთარი ძალებით, სხვების დაუხმარებლად გაზრდა არ შეუძლიათ და მიუხედავად იმისა, რომ ევროპა და ევროპელები ძალიან შეუყვარდა, მაინც არ ესმის იმ ევროპელებისა, რომლებიც საკუთარ შვილებს გასაზრდელად უცხო ადამიანს მარტივად უტოვებენ.
ჩილელი ფეხბურთელი ამბობს და მისი ცოლიც კვერს უკრავს, რომ თუკი ოჯახში სამი და მეტი ბავშვია, რასაკვირველია, ერთ ქალს ძალიან გაუჭირდება მათი მიხედვა და ავტომატურად დგება ცოლისათვის დამხმარე ადამიანის მოძებნის აუცილებლობა. მაგრამ, თუ ქალს ერთი შვილი ჰყავს და არსად არ მუშაობს, მას საკუთარი პირმშოს მარტოს გაზრდა უნდა უხაროდეს კიდეც!
 

0.136593