ფეხბურთი

18:20 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: “ვენგერი ასეთი გაბრაზებული არასდროს მინახავს”

“არსენალის” ნახევარმცველი მიკელ არტეტა აცხადებს, რომ ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ისეთი გაბრაზებული არასდროს უნახავს, როგორც ფრანგი სპეციალისტი “ლივერპულთან” გამართული შეხვედრის (1:5) შესვენებაზე იყო.

“ვიცით, რომელი კომპონენტები უნდა გავაუმჯობესოთ. “ლივერპულთან” საშინლად ვითამაშეთ, რადგან მე-19 წუთზე უკვე 0:4 ვაგებდით. ეს ავტოკატასტროფას ჰგავდა.

პირველმა ტაიმმა მწვრთნელი ძალიან გააბრაზა. ეს ნორმალურია, რადგან არცერთი ფეხბურთელის თამაში “არსენალის” დონეს არ შეესაბამებოდა. ვენგერი განრისხებული იყო. ის ასეთი გაბრაზებული არასდროს მინახავს.” – ციტირებს არტეტას სიტყვებს Sky Sports-ი.

0.120378