ფეხბურთი

11:19 | 21.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა ორი კვირა დაისვენებს

 

ლონდონის “არსენალის” კაპიტანი მიკელ არტეტა ტრავმის გამო იძულების წესით რამდენიმე დღე დაისვენებს.

ესპანელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში, “ბეშიქთაშთან” 0:0 დასრულებულ შეხვედრაში მიიღო და მოედანი 50-ე წუთზე დატოვა.

The Guardian-ის ცნობით, 32 წლის ფეხბურთელს ტერფი ამოუვარდა და აღდგენითი პროცესი დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდება. დღეს მას სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდეგაც ზუსტი ვადები გახდება ცნობილი. გადაწყვეტილია, რომ არტეტა მომავალ უქმეებზე “ევერტონთან” ვერ ითამაშებს და “ბეშიქთაშთან” საპასუხო შეხვედრასაც გამოტოვებს.

0.114432