ფეხბურთი

11:56 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: “მდგომარეობა გავირთულეთ”

 

ლონდონის “არსენალის” ესპანელმა ნახევარმცველმა მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსიასთან” განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ჩვენ შეხვედრის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით. თითქმის ყველაფერს სწორად ვაკეთებდით, მაგრამ კონტრშეტევაზე წამოვეგეთ და საბოლოოდ დავმარცხდით. ჯგუფში მდგომარეობა საგრძნობლად გავირთულეთ, რადგან ერთ-ერთ ურთულეს ჯგუფში გვიწევს თამაში” – უთხრა არტეტამ ჟურნალისტებს.

0.120276