ჩოგბურთი

13:59 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

არშემდგარი სენსაცია

 რაფა ნადალი პეკინში მიმდინარე China Open-ის ნახევარფინალში 26 წლის იტალიელი ფაბიო ფონინის 2:6, 6:4, 6:1 ძლევის შემდეგ გავიდა. პირენეულ-აპენინური დაპირისპირება თამამად შეგვიძლია გავყოთ 2 ნაწილად. კორტზე თავდაპირველად ფონინი დომინირებდა, რომელმაც პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, მეორე პარტიაში 4:1 დაწინაურდა, მაგრამ ამ მომენტიდან მოყოლებული ნადალმა მთელი თავისი საჩოგბურთო არსენალი საქმეში ჩართო, ზედიზედ 5 გეიმი მოიგო, მესამე სეტში კი მოწინააღმდეგეს იოლად გაუსწორდა.

2 საათსა და 15 წუთი სათამაშო დროის განმავლობაში მალიორკელმა 6 ბრეიკი და 3 ეისი შეასრულა, ფონინისთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიში კი 3:0 გახადა.

ჩინეთის დედაქალაქის შეჯიბრების ნახევარფინალში ნადალი ჩეხ ტომაშ ბერდიხს შეხვდება. დასავლეთსლავმა 2 სეტით მოუგო ამერიკელ ჯონ იზნერს 7:5, 6:2 და China Open-ის წლევანდელი გათამაშების 4 საუკეთესო მოთამაშეთა შორის გააღწია.

0.114967