ფეხბურთი

14:23 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” ტელიოს იჯარა სურს

ლონდონის “არსენალი” იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე მნიშვნელოვნად გააქტიურდა. ბრიტანული პრესის ცნობით, “მეთოფეები” კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდის – კრისტიან ტელიოს სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანას გეგმავენ.

როგორც ირკვევა, ინგლისელებს ესპანელებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ. “ბლაუგრანას” თავდამსხმელის დათმობა არ სურს, მაგრამ არაა გამორიცხული, 6-თვიან იჯარას დათანხმდეს.

ტელიოს გარდა, “არსენალი” გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველ იულიან დრაქსლერსაც უმიზნებს. ლონდონური კლუბის დელეგაცია გერმანიაში იმყოფება და “ხუმარების” მესვეურებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

0.112706