“არსენალის” ბანაკიდან კარგი ამბებიც ისმის. იმ დროს, როდესაც თეო უოლკოტმა და აბუ დიაბიმ სერიოზული ტრავმები მიიღეს, გუნდის ლაზარეთი ოლივიე ჟირუმ და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა დატოვეს.
ჟირუს, კოჭის ტრავმის გამო, წელს არ უთამაშია. რაც შეეხება ჩემბერლენს, ის მოედანზე აგვისტოს შემდეგ არ გვინახავს. “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ორივე ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო.