ლონდონის “არსენალი” კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველის – სესკ ფაბრეგასის შეძენას ეცდება. Daily Mail-ის ცნობით, “მეთოფეებს” ესპანელის დაბრუნება 25 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეუძლიათ.
მოგეხსენებათ, ფაბრეგასი “კამპ ნოუზე” 2011 წელს, “არსენალში” გატარებული 7 წელიწადის შემდეგ დაბრუნდა. კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის ძალითაც, ლონდონელებს ყოფილი კაპიტნის დაბრუნება 25 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეუძლიათ.
თავის მხრივ, ფაბრეგასს არაერთხელ უთქვამს, რომ “კამპ ნოუზე” ბედნიერია და კლუბის შეცვლას არ გეგმავს.