ფეხბურთი

13:49 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” ჩიჩარიტო სურს

 

ლონდონის “არსენალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის – ხავიერ ერნანდესის შესაძენად ემზადება. Daily Mail-ის ცნობით, “მეთოფეები” ჩიჩარიტოს გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო სეზონში ეცდებიან.

მიმდინარე სეზონში, ერნანდესმა 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტი სათამაშო დრო სურს, მაგრამ პრეტენზიებს ღიად არ აფიქსირებს. როგორც ირკვევა, “არსენალის” თავკაცი არსენ ვენგერი მექსიკელს სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს ჰპირდება.

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ჩიჩარიტო “ვალენსიაში” გადასვლასთან იყო ახლოს, მაგრამ ტრანსფერზე უარი თავად “მანჩესტერმა” თქვა.

0.131066