ლონდონის “არსენალის” ახალი კაპიტანი, როგორც მოსალოდნელი იყო, 32 წლის ნახევარმცველი მიკელ არტეტა იქნება.
გასულ სეზონში “არსენალს” ტომას ვერმალენი კაპიტნობდა, ხოლო არტეტა ვიცე-კაპიტანი იყო. მას შემდეგ, რაც ვერმალენმა ლონდონიდან “ბარსელონას” მიაშურა, “მეთოფეებმა” ერთი თამაში გამართეს. ინგლისის სუპერთასზე ჩატარებულ შეხვედრაში “არსენალს” არტეტა კაპიტნობდა და როგორც თამაშის შემდეგ არსენ ვენგერმა განაცხადა, ესპანელი შუახაზელი გუნდის პირველი კაპიტანი იქნება.
მიკელ არტეტა “არსენალში” 2011 წლიდან თამაშობს. ლონდონური გუნდის მაისურით მან 134 მატჩი ჩაატარა.