პოპულარული ბრიტანული გამოცემა THE SUN-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი" მზადაა მადრიდის "რეალთან" სამი ხედირას ტრანსფერთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკება დაიწყოს.
რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, "მეთოფეები" გერმანელის სანაცვლოდ 16 მილიონ გირვანქას იხდიდნენ. ამჯერად ინგლისელებმა ხედირას ფასი აუწიეს და მზად არიან ფეხბურთელში 23 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.
27 წლის ნახევარმცველს გასული სეზონი მძიმე ტრავმის გამო ჩაუვარდა და პრიმერადივიზიონის მხოლოდ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გერმანელთა თავკაცმა იოახიმ ლიოვმა ხედირა ბრაზილიაში იხმო. ნახევარმცველმა პორტუგალიის წინააღმდეგ შეხვედრა ბოლომდე ჩაატარა, განასთან 70-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო აშშ-სთან დაპირისპირებაში მოედანზე არ გასულა.
გიორგი ბალახაძე