ლონდონის “არსენალმა” “ნიცას” მეკარე დავიდ ოსპინა შეიძინა. ამ ინფორმაციას “მეთოფეების” ოფიციალური საიტი ადასტურებს.
ჯერჯერობით, გარიგების ფინანსური დეტალები, უცნობია. კოლუმბიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი ლონდონელებთან ხანგრძლივ კონტრაქტს გააფორმებს, მაგრამ წლების კონკრეტული რაოდენობა არ ხმაურდება.
ცნობისათვის, ოსპინა “ნიცაში” 6 წლის განმავლობაში თამაშობდა და ფრანგული კლუბის ღირსება 189 მატჩში დაიცვა.