მოსკოვის “სპარტაკის” საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველი კიმ ჩელსტრომი, სეზონის ბოლომდე, ლონდონის “არსენალში” ითამაშებს.
31 წლის შუახაზელმა პოპულარობა “ლიონში” თამაშის დროს მოიპოვა. ფრანგული კლუბის მაისურით მან 269 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. “ლიონიდან” “სპარტაკში” ჩელსტრომი 2012 წელს გადავიდა და რუსეთის პრემიერლიგაში 30 თამაში ჩაატარა.
კიმ ჩელსტრომს შვედეთის ეროვნულ ნაკრებში 108-ჯერ უთამაშია და 16 გოლი გაუტანია.