ფეხბურთი

12:54 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” კემპბელი გაანათხოვრა

ლონდონის “არსენალის” კოსტარიკელი ფორვარდი ჟოელ კემპბელი შემდეგ სეზონს ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” გაატარებს. “არსენალის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ფეხბურთელი ახალ კლუბში ერთი წლით გაანათხოვრეს.

კემპბელი წინა ორი სეზონიც იჯარით იყო გასხვისებული. ჯერ “ბეტისში”, შემდეგ კი “ლორიანში”. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, 21 წლის ფეხბურთელს კოსტა-რიკის ეროვნულ ნაკრებში უკვე 25 მატჩი აქვს ჩატარებული და 7 გოლი გატანილი.

“ლონდონის “არსენალის” სრული შემადგენლობა წარმატებულ სეზონს უსურვებს ჟოელს ახალ კლუბში” – წერია “მეთოფეების” ვებ-გვერდზე.

 

0.119585