მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, ლონდონის “არსენალი” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” მცველ კრის სმოლინგის შეძენას ეცდება.
Goal-ის ცნობით, “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი სატრანსფერო გეგმებს აწყობს და მიიჩნევს, რომ 24 წლის ფეხბურთელი ლონდონურ გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ “არსენალი” სმოლინგის სანაცვლოდ “მანჩესტერ იუნაიტედს” 12 მილიონ გირვანქა (14,6 მილიონი ევრო) შესთავაზებს. ფეხბურთელის ამჟამინდელი ანაზღაურება კვირაში 52 ათასი გირვანქაა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში სმოლინგს რეჟიმთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესთან სერიოზული საუბარი დასჭირდა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში მან 1 გოლი გაიტანა.