ლონდონის “არსენალმა” მადრიდის “რეალთან” სამი ხედირას სატრანსფერო საკითხები შეათანხმა. ესპანური მედიის ცნობით, საყრდენი ნახევარმცველის სანაცვლოდ, “სამეფო კლუბი” 25 მილიონ ევროს მიიღებს.
ლონდონელებს ხედირასთან პირადი კონტრაქტის დეტალები დარჩათ შესათანხმებელი. გერმანელი კვირაში 105 ათას გირვანქას ითხოვს, “არსენალი” კი, 90 ათასის გადახდაზეა თანახმა.
ტრავმის გამო, ხედირამ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა.