ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და ახალ ფეხბურთელებს აქტიურად ეძებს. Le 10 Sport-ის ცნობით, “მეთოფეების” მსურველთა სიაში მადრიდის “რეალის” შუახაზელი სამი ხედირაცაა.
როგორც ირკვევა, “არსენალი” გერმანელ ნახევარმცველში 16 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის. ჯერჯერობით, “რეალის” პოზიცია, უცნობია.
აღსანიშნავია, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ, ხედირამ “სამეფო კლუბის” სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და არაა გამორიცხული, კლუბის შეცვლა თავადაც მოისურვოს.