ფეხბურთი

0:57 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” ვერმალენის სანაცვლოდ 8.5 მილიონ ევროს ითხოვს

იტალიური “ნაპოლი” ლონდონის “არსენალიდან” ტომას ვერმალენის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებას აგრძელებს. ბელგიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ინგლისური კლუბის მაისური პრემიერლიგაში მხოლოდ სამჯერ მოირგო, ამდენად, გუნდის გამოცვლა მის ინტერესშიც უნდა იყოს.

როგორც ირკვევა, ლონდონელები ვერმალენის სანაცვლოდ 8.5 მილიონ ევროს ითხოვენ, ნეაპოლელები კი, ჯერჯერობით, 3 მილიონით ნაკლებს იხდიან. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბელგიელი მცველის საკუთარ რიგებში ხილვა ესპანურ “ბარსელონასაც” სურდა.

0.13537