ფეხბურთი

19:38 | 6.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” ვენგერს არ თმობს

ლონდონის “არსენალი” უახლოეს პერიოდში მთავარი მწვრთნელის შეცვლას არ გეგმავს. “მეთოფეთა” აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაზიდისმა Sky Sports-თან საუბარში განაცხადა, რომ კლუბი ფრანგ სპეციალისტს სრულ ნდობას უცხადებს.

“გვწამს, ჩვენს გუნდს ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავს. იმედია, ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის და ვენგერი იმას აკეთებს, რის შესრულებაზეც ფიქრობდა. კლუბის ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს კარგი ურთიერთობა აქვთ. ალბათ, მალე ახალ კონტრაქტზეც დავილაპარაკებთ”, - განაცხადა გაზიდისმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, “არსენალმა” მე-4 ადგილი დაიკავა.

 

0.116204