ფეხბურთი

13:20 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” ვენგერის გასაშვებად მზადაა

 

დიდია ალბათობა იმისა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ლონდონის “არსენალმა” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი დაითხოვოს. ამის შესახებ ცნობები ბრიტანულ მედიაში ძალზე აქტიურად ვრცელდება.

ფრანგ სპეციალისტს “მეთოფეებთან” კონტრაქტის ვადა ივნისში ეწურება. ჯერჯერობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ დაწყებულა. სავარაუდოდ, “არსენალი” ვენგერთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და მის შემცვლელს მოძებნის.

“მეთოფეთა” ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონში გუნდის თამაშით უკმაყოფილოა. ბრიტანული წყაროები ვენგერის შემცვლელის შესახებ უკვე საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე “ევერტონის” თავკაც რობერტო მარტინესს მიიწვევენ.

0.065195