ფეხბურთი

11:39 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” უჩიდაში 7 მილიონ იხდის

გელზენკირხენის “შალკეს” იაპონელი მცველი აცუტო უჩიდა ლონდონის “არსენალის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

“მეთოფეები” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვას განაგრძობენ და ამ ეტაპზე თვალი 25 წლის იაპონელს დაადგეს.

Goal-ის ცნობით, ლონდონელებმა გერმანელებს უკვე მიმართეს ოფიციალური წინადადებით და უჩიდას სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო შესთავაზეს. “შალკეს” ხელმძღვანელობა მათ შემოთავაზებას უახლოეს დღეებში უპასუხებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “მეთოფეებმა” ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფეხბურთელი - ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელი იაია სანოგო დაიმატეს, რომელიც მანამდე “ოსერში” გამოდიოდა და ინგლისელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

0.127217