ფეხბურთი

18:34 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” სუარესთან მოლაპარაკებებს იწყებს, “ლივერპული” კვლავ უარზეა

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “არსენალმა” “ლივერპულს”, ლუის სუარესის სანაცვლოდ, 40 მილიონი ფუნტი შესთავაზა და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებებს გამართვის უფლება მოიპოვა.

სუარესის კონტრაქტში არსებული ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, თუ რომელიმე კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტის გადახდას დაყაბულდება, ურუგვაელს მოლაპარაკებებს თავად წარმართვის უფლება ეძლევა. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი, “ლივერპულს” სუარესის გაყიდვის ვალდებულება არ ექნება.

როგორც ირკვევა, მერსისაიდელები “არსენალის” რიგით მე-3 შეთავაზებითაც ვერ მოიხიბლნენ. ამ დასკვნის საფუძველს “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის, ბრენდან როჯერსის კომენტარი გვაძლევს: “თუ გავითვალისწინებთ, რომ პსჟ-მ კავანი 55 მილიონ ფუნტად იყიდა, მაშინ, ჩვენ, სუარესის სანაცვლოდ, ბევრად მეტი ფული უნდა მივიღოთ. მივიჩნევთ, რომ “არსენალის” პირველი წინადადება არასერიოზული და დამამცირებელი იყო. სიმართლე გითხრათ, არ არსებობს იმის გარანტია, რომ სუარესს თუნდაც 55 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გავყიდით.” – ციტირებს როჯერსის სიტყვებს The Guardian-ი.

შეგახსენებთ, რომ “არსენალის” გარდა, სუარესის შეძენით მადრიდის “რეალიცაა” დაინტერესებული.

0.118723