ფეხბურთი

10:42 | 12.05.2014 | ნანახია 1384 - ჯერ

“არსენალი” სანჩესისა და პედროს შეძენას აპირებს

 

ლონდონის “არსენალი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კატალონიური “ბარსელონას” ერთბაშად ორი შემტევი ნახევარმცველის შეძენას აპირებს.

Daily Mail-ის ცნობით, ინგლისელების ყურადღების ქვეშ ჩილელი ალექსის სანჩესი და ესპანელი პედრო როდრიგესი მოხვდნენ.

“მეთოფეები” აცხადებენ, რომ ეს ტრანსფერები იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი კატალონიელები მათ სანაცვლოდ დიდ თანხას არ მოითხოვენ. მოცემული მომენტისთვის ცნობილია, რომ სანჩესის შეძენა ტურინის “იუვენტუსსაც” სურს და მისი ტრანსფერი 20 მილიონ გირვანქადაა  შეფასებული.

25 წლის ჩილელმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში 18 გოლი გაიტანა. 26 წლის პედრომ 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი 15-ჯერ დალაშქრა.

 


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:39 | 12.05.2014
mishka (124)

მაგარი ჭორია არცერთი ფეხბურთელი არ ჭირდება არსენალს ორივე პიზიციაზე კარგი მოთამაშეები ყავთ. ცენტრალური თავდამსხმელი ფალკაო მინდა მე პირადად, ერთი ვიეირასავით ჩამშლელი (რთული მოსაძებნია ნამეტანი).. მარჯვენა ფლანგზეც ჭირდებათ მცველი მიკა რიჩარდსი იდეალური იქნება და პრემიერ ლიგას დაუმიზნებს უეჭველი არსენა

15:35 | 12.05.2014
riva (2859)

50-60 ლიმონი ორივეში და გზის ფულს ჩვენ გადავუხდით

14:54 | 12.05.2014
januzaj (582)

არტეტა-ვილშერი
ჩემბერლენი-რემსი-იოზილი
პლიუს ზამენაზე რჩებათ პოდოლსკი, ვოლკოტი და კასორლა ამის მერე კიდე ნახეცარმცველი??!! სანჩესი კიდე შეიძლება გამოკვეთილი ფლანგია და პედროს ადგილი აშკარად არარის!!

14:09 | 12.05.2014
Irakli Pirvelashvili (604)

აგუერო იყიდონ და ამათი ორივე გაშვებ აც სიძლება მერე. პიუს ცენტრ ფორვარდი უნდა გუნდს დაცვით მოთAმაშე გუნდებთან მარალი ბურთები რო მოიგოსსსსსსს

13:43 | 12.05.2014
komentatori (2299)

სანჩესი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ბარსას ძირითადში უკეთესი ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს.

პედრომ ძალიან ბევრი გააკეთა გუნდისთვის, მაგრამ უკვე სკამისთვისაც ამოწურა თავი

13:23 | 12.05.2014
Madrileño (26972)

პედრო, შე ნეიმარზე მაგარო ))))

13:09 | 12.05.2014
El Capitano 7 (35967)

პედრო მაგარი კაცია

11:14 | 12.05.2014
baacho (1021)

სანჩესს ისე კაი სეზონი ქონდა წელს და რატო ყიდიან ვერ ხვდები, პედრო წაიყვანეთ

11:12 | 12.05.2014
FanFootball (106)

ნახეთ ქინქის როგორ დახდვნენ

0?'>http://fanebi.com/qinlqladze-manchestershi/':'>http://fanebi.com/qinlqladze-manchestershi/'))

11:10 | 12.05.2014
UNITY (6719)

დაიწყება ეხლა სპეკულაციის სეზონი....

11:08 | 12.05.2014
Lucky Luciano (3296)

თქვენ თუ მაგ სიკეთEს იზავთ........... იოზილში გაცვალონ

11:07 | 12.05.2014
lasha147 (6103)

სანჩო 30-ზე ნაკლებად არ გაიყიდება

10:57 | 12.05.2014
italiafun-juventino (12319)

სანჩესი იუვეში უნდა წავიდეს!იტალიური ფეხბურთისთვის არის შექმნილი,უდინეში დაფრინავდა

12:00 | 12.05.2014
Italiano90 (919)

ხო მაგრამ იუვეს ისეთი ვინმე უნდა ვინც ევრო ასპარეზისთვის არის შექმნილი,იტალიაში ისედაც და ასედაც მაგრები ვართ

10:55 | 12.05.2014
kobe bryant24 (4850)

გუშინ სანჩესი ძაან მონდომებული იყო, ბევრს მოძრაობდა და ცდილობდა მაგას რაც მონდომება აქ იმის ნახევარი კლასი რომ ქონდეს ბარსასაც ეშველებოდა და მაგასაც, პედრომ კი ასე მგონი მისი მაქსიმუმი ამოწურა ბარსასშიდა დროა წავიდეს, კაროჩე ორივე გასაშვებია რააა, მაგრამ ესენი ორი ფორვარდის მომყვანი არ არის და ალბათ ერთ-ერთი, უფრო სანჩესი წავა სავარაუდოდ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123451